160 ტონიანი ქანდაკება  „ჩაო“ 7 ქალღმერთით – ჩინეთი

ბეიჰაი –  ქალაქი  ჩინეთში, გუანქსის რეგიონის სამხრეთით,  668 კილომეტრ სიგრძის „ვერცხლის სანაპირო“ ზოლითა  და 1,88 მილიონი მოსახლით. სანაპიროზე ქვიშა  არის საუკეთესო კვარცის, რომელიც მზის ქვეშ ანათებს  და სწორედ ამას უკავშირდება სახელწოდება „Silver Beach“, რომელიც ჩინეთის უდიდეს სანაპიროდ ითვლება.

სანაპიროს ერთ-ერთი თვალშისაცემი, მიმზიდველი, მომხიბვლელი და ძვირფასი სკულპტურაა ბრილიანტის მსგავსი ქანდაკება „ჩაო,“ რომელიც მოქცევას ნიშნავს. ეს არის ბრწყინვალე ქანდაკება ჩაოს უბანში, რომელიც ლია ვეი ქსიამინგმა, ბეიჰაის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის პროფესორმა შექმნა.

ბოლო 26 წლის განმავლობაში, მაღალი მარილიანობისა და  ტემპერატურატურის გამო ქანდაკება სერიოზულად დაზიანდა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მისი დემოტაჟი და ახლის აგება. აღდგენილი სკულპტურა 160 ტონას იწონის. დიამეტრი კი 20 მეტრია. ეს არის უჟანგავი ფოლადის ბურთი, რომელიც წარმოადგენს ბეიჰაის სამხრეთს.

გარე ბურთის ღრუს ტალღოვანი ნიმუშები  “ჩაოს” გამოსახულებაზე,  ჩინურად ნიშნავს მოქცევას. სფეროზე კი გამოსახულია შვიდი ლამაზი გოგონა, როგორც შვიდი ქალღმერთი.

ყველაზე საყურადღებოა ის, რომ სფეროს სარკისებური ზედაპირი ზღვისა და ცის ფერთან ერთად იცვლება  და ისეთი სანახავია, თითქოს სარკეა ზღვასა და ცას შორის. ქანდაკება ღამით განსხვავებული სანახავია. ის აერთიანებს სინათლესა და ალს. როდესაც ღამის განათება ირთვება, ქანდაკება გარშემორტყმულია 30 შუქით, რომლებიც მთვარეს და ტალღებს ირეკლავს და ულამაზეს ნეფრიტის ფირფიტას ჰგავს და მარგალიტების სხივებივით  ავსებს სანაპიროს.

 

მსგავსი თემები