„ვლოცულობთ ირანის პრეზიდენტისთვის, ბაქო მზადაა დახმარებისთვის“- ალიევი

„ბაქო მზადაა, ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს ირანს ვერტმფრენის ავარიასთან დაკავშირებით, რომელშიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა“-  წერს სოიალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

„დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან მეგობრული გამომშვიდობების შემდეგ, ჩვენ სერიოზულად შეგვაშფოთა ცნობამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაცია იმყოფებოდა, ირანში ავარიული დაშვება განახორციელა. ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“ – წერს ალიევი.

19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა.

მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ავარიული დაშვების შესახებ. პრეზიდენტის მდგომარეობა უნობია.

ირანის პრეზიდენტის მდგომარეობა უნობია – მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

 

 

მსგავსი თემები