დაბომბვის შედეგად ხარკოვში 5 ადამიანი დაიღუპა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა, 15 – დაშავდა რუსეთის მიერ ხარკოვის რაიონის მალოდანილოვსკის თემის დაბომბვის შემდეგ. ინფორმაციას, ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვა ავრცელებს. მისი თქმით, დაშავებულთა შორის არის სასწრაფო დახმარების მედდა.

მისივე ცნობით, დარტყმა იმ ადგილზე განხორციელდა, სადაც ხალხი ისვენებდა და თითეული მათგანი მშვიდობიანი მოსახლეა.

 

მსგავსი თემები