“ეს კანონი უნდა გაუქმდეს, ვეტო დღესვე გადაეცემა პარლამენტს“- პრეზიდენტი

„ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო და აღნიშნა, რომ ის არის „რუსული“ და უნდა გაუქმდეს.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ვეტო არის  გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს.

მსგავსი თემები