67-წამიანი სხდომის შემდეგ ,,ოცნების” წევრები პარლამენტს ტოვებენ

,,ოცნების” დეპუტატები, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც ერთი წუთი და 7 წამი გაგრძელდა, პარლამენტს ტოვებენ. საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებენ მედიის წარმომადგენლებსაც.

სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ ,,ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი ესწრებოდა. ოპოზიციონერების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი პოლიციამ შეაყოვნა და ვერც კი მოასწრეს სხდომაზე შესვლა.

მსგავსი თემები