„შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით“- პრემიერ-მინისტრი

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს მაგალითად მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან“- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, შს სამინისტრო ძალადობის პრევენციისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია, თუმცა შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, თუ ძალადობა არის დაგეგმილი, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი რადიკალური ძალები იმისთვის, რომ ეს ძალადობა განხორციელდეს. მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და კონკრეტულად სამართალდამცველი ორგანოების, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს მაგალითად მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან. ეს არის სტანდარტი, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული შსს-ს მიერ ყველაფერი გაკეთდება პრევენციისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები