„ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს“-ჯეიკ სალივანი

„ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა“- განაცხადა ჯეიკ სალივანმა. თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი თავის სეხედურლებებს ავრცელებს.

სალივანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს ის.

მსგავსი თემები