რუსებმა ხერსონი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.