რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყირიმის თავზე 13 უკრაინული დრონი გაანადგურა, ხოლო ვოლგოგრადის რეგიონში – სამი.
„დღეს ღამით, კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.