რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში იმყოფება.
მათივე ცნობით, პუტინი პეკინში ორი დღე – 17 და 18 ოქტომბერს დარჩება.
მედია იუწყება, რომ პუტინი ვიზიტის პირველ დღეს დიდწილად დაუთმობს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მესამე საერთაშორისო ფორუმში “ერთი სარტყელი – ერთი გზა”.