3 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც გუშინ მდინარე ენგურში ჩავარდა, გარდაიცვალა.
ბავშვს თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული.
ადგილობრივის ინფორმაციით, ბავშვი წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
ბავშვი ბათუმში, კლინიკაში გარდაიცვალა.