შოვში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
„დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი“, – განაცხადა პრემიერმა.
ბოლო მონაცემებით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.