38 წლის მამაკაცი სახლის სხვენში გარდაცვლილი იპოვეს

გურიის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, ოზურგეთში, ნ. ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები 38 წლის მამაკაცი, დღეს, საკუთარი სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გამთენიისას კი ის,  მამამ, სახლის სხვენში გარდაცვლილი იპოვა. 

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი მორწმუნე იყო და მათთვის უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი.

გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის N 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მსგავსი თემები