,,ყველას გვსურს აქ, ჰააგაში სხვა ვლადიმერი ვიხილოთ”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, ყველა ვიხილავთ ამას, როგორც კი გავიმარჯვებთ – ჩვენ კი გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეწვია.
შეგახსენებთ, მარტში, ჰააგამ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების საერთაშორისო ორდერები გასცა.