ვირუსით 148 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 854 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 425 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.67%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 651 470.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 434.

მსგავსი თემები