მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. მშობლები უკვე მე-15 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან.
,,გვერდით დაგიდგებითო, როგორც დედა, როგორც ქალი სადაა პრეზიდენტი. ესეც მატყუარაა, ყველა რატომ გვატყუებს. რატომ გვპირდებიან,”- აცხადებს, ერთ-ერთი დედა, რომლის მიმართვაც, სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, ასევე მედიკამენტ „ვოზორიტიდის” შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.