დღეს საქართველოს პარლამენტში ისევ ხმაური და დაპირისპირება იქნება. ოპოზიცია აანონსებს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომას ჩაშლიან, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის – უცხოეთის გავლენების აგენტების შესახებ, განხილვა იგეგმება.
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, აქციისთვის მობილიზებულია არასამთავრობო სექტორიც, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან იკრიბებიან. პარლამენტის შენობის მიმდებარედ და შენობაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და მობილიზებულია პოლიცია.