აქციის მონაწილეებმა ღამე ქუჩაში გაათენეს

საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ,“ დღეს დილიდან განახლდება. აქციის მონაწილეებმა ღამე ქუჩაში გაათენეს. ისინი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები და აქ აპირებენ ყოფნას და მთავრობის სხდომისთვის დისკომფორტის შექმნას.

მთავრობის სხდომა დღეს არის დაგეგმილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მჯდომარე აქციას გამართავენ მთელი კანცელარიის ირგვლივ განთავსდებიან და თუ მთავრობის წევრები გადაუვლიან, შეუძლიათ შევიდნენ კანცელარიაში.

“ერთადერთ გზად მიგვაჩნია ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ამ 6 თვეში უზრუნველყოფს იმ რეფორმების გატარებას, რაც ევროპამ მოგვთხოვა. დარწმუნებული ვარ რომ ამას მივაღწევთ ბრძოლით,” – ასეთია მათი გზავნილი.

 

მსგავსი თემები