„დონბასში რთული ბრძოლა მიმდინარეობს“ – პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში დონბასში მიმდინარე რთულ ბრძოლაზე საუბრობს და მებრძოლებს მადლობას უხდის.

„დონბასში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა მიმდინარეობს, მტკივნეული და რთული. მიმდინარე კვირა არის კიდევ ერთი კვირა, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა  და თითოეულმა ადამიანმა, ვინც სახელმწიფოს დაცვაში გვეხმარება, კიდევ უფრო დააახლოვა უკრაინის გამარჯვება. მათ მოიგერიეს თავდასხმები, გაანადგურეს ოკუპანტი, ძირი გამოუთხარეს მტრულ პოზიციებს.  მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი ომისთვის დასაჯოს“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები