,,პარლამენტი დახურულ კარს მიღმა ანადგურებს დემოკრატიას”- თამარ კორძაია

,,პარლამენტი დახურულ კარს მიღმა ანადგურებს დემოკრატიას და ქვეყნის დამოუკიდებელ მომავალს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.

,,დღეს შეიზღუდა პარლამენტში შესვლა, სპეცოპერაცია იურიდიული კომიტეტის ჩასატარებლად “დაიხვეწა”. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს პარლამენტი დახურულ კარს მიღმა ანადგურებს დემოკრატიას და ქვეყნის დამოუკიდებელ მომავალს,”- წერს თამარს კორძაია.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის შენობაში  დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

მსგავსი თემები