აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, Covid-19 პანდემია, სავარაუდოდ გამოწვეული იყო შემთხვევითი ლაბორატორიული გაჟონვით ჩინეთში..
,,გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე დიდი ხანია აფასებს, რომ პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია ვუჰანში”, – განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ.
მისივე თქმით, ჩინეთის მთავრობა ცდილობს დაბლოკოს საგამოძიებო სამუშაოები კორონავირუსის წარმოშობაზე.