ბათუმში დედამ ჩვილი კლინიკაში მიატოვა 17.02.2023 მედიაცენტრი მთავარი ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა. ქალმა ორი დღის წინ იმშობიარა და ჩვილი სამშობიაროში დღეს დატოვა. კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ ჩვილის დედა 18 წლისაა. საქმეში შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაერთნენ.