ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში, გამთენიისას ნათესავის სახლში აიყვანეს.
ამ წუთებში ადგილობრივი მცხოვრების ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ამ ოჯახში იმალებოდა 2 წლის განმავლობაში ბადრი ესებუა.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს