აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით,   სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა

 აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.  მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს გიული ალასანია აწერს ხელს.

კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გაფორმდა, რა დროიდანაც  „აკერმანი“  დაკავებულია იურიდიული კონსულტაციის გაწევაზე  მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.

 

მსგავსი თემები