სად იმალებოდა ბადრი ესებუა?

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში,  გამთენიისას ნათესავის სახლში აიყვანეს.

ამ წუთებში ადგილობრივი მცხოვრების ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით,  სწორედ ამ ოჯახში იმალებოდა 2 წლის განმავლობაში ბადრი ესებუა.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

 

მსგავსი თემები