,,პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია”- ნადირაძე სააკაშვილზე

კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, არ გასცემენ რეკომენდაციას საქართველოს მიხეილ სააკაშვილი მომდევნო სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწროს.

მისი თქმით, მსგავსი რეკომენდაცია მაშინაც არ გაუციათ, როცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო.

“ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები, დამნაშავეს არ დავეძებ, ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობთ ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტის, ექს-პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი ასეთი სისულელის გაკეთების უფლებას, უფლებას რა, ყველს თავისი უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია, ბევრად უკეთ.

ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობა, სასამართლო შემოსულიყო, გვკითხეს, შეუძლია თუ არა საუბარი და დავწერეთ კი, მაგაზეც კი ნახეთ რაც დაემართა, იმის შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ როგორ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არც განვიხილავთ, რომ ჩვენ თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა ავიღოთ”, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მსგავსი თემები