,,2023 წელს აქციებს ექნება მნიშვნელოვანი ადგილი”- სერგო ჩიხლაძე

,,ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი ამოცანა  დიდი ოპოზიციური ერთობის შეკვრა იქნება.

„თავის შიდა საკითხებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს. მთელი პროევროპული საზოგადოება, არა მარტო პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი უნდა შევიკრათ, გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა, ერთიანი სტრატეგია. ერთიანი სტრატეგიის გარეშე „რუსულ ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ, ევროინტეგრაციისკენ ვერ წავალთ. ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბრძოლის უფლება და ამას გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მსგავსი თემები