ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
,,ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს”, – აღნიშნა გაიდაიმ.
მისივე თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება.