უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

,,ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს”, – აღნიშნა გაიდაიმ.

მისივე თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება.

მსგავსი თემები