,,უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას. მისივე თქმით, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება.

„ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია. რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს“, – წერს ზალუჟნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და კიბერსივრცეში.

 

მსგავსი თემები