,,გაერო-ს შუამავლობით მიღწეულ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას აქვს მყისიერი და დამაზიანებელი გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე,”- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისივე თქმით, მარცვლეულის შეთანხმების გარშემო ინიციატივის ნებისმიერი ჩაშლა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის დამატებითი სირთულეების რისკს ქმნის.
„ინიციატივის ნებისმიერი ჩაშლა სურსათის ფასის მკვეთრ ზრდას, შავი ზღვის მარშრუტებზე დაბრუნებული სადაზღვევო კომპანიების და კომერციული გადამზიდავების ნდობის შემცირებას და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის დამატებითი სირთულეების რისკს ქმნის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.