გაერო-ს გენერალური მდივანი დასავლეთ უკრაინაში იმყოფება. ანტონიო გუტერეში ხვალ ლვოვში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება.
გაერო-ს პრესსპიკერის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალური მდივანი სამმხრივ შეხვედრაზე მარცვლეულის საკითხს განიხილავს. ჩანიშნულია ოფიციალური შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.