უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსებმა ნიკოპოლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაბომბეს, 12-მდე აფეთქება მოხდა ხარკოვშიც.
მათივე ცნობით, მტერს ოთხი მიმართულებით არ მისცეს წინსვლის საშუალება და აიძულეს უკან დახევა –სვალიანსკის, ბახმუტის ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.
ამასთან, საოკუპაციო ძალები სევერსკ-ლისიჩანსკის და ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას.