„მაიმუნის ყვავილი არის გადამდები, თუმცა მას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განსცხადა. გაბუნიას თქმით, მსოფლიო მასშტაბით ვირუსის დაახლოებით 300-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
„შედარებით უფრო მძიმე მიმდინარეობა შეიძლება ახასიათებდეს ბავშვებში, ორსულებსა და იმ პირებში, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ. სხვა შემთხვევაში დაავადება განკურნებით სრულდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.