,,გამოვრიცხავ, რომ კვარაცხელიას საქმეზე წაუყენონ ბრალი”- ძმები კაკულიების ადვოკატი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული ძმები,  გუგა და დავით კაკულიები  ბრალის წაყენებას ელოდებიან. გავრცელებული ცნობით, ბრალს ძმებ კაკულიებს ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ წუთებში აცნობენ.

ადვოკატის განცხადებით, გამორიცხულია დაკავებულებს კვარაცხელიას საქმეზე წაუყენონ ბრალი.

,,ბრალის ფორმულირება ამ ეტაპისთვის ჩემთვის უცნობია, ვვარაუდობ, რომ იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდება იქნება. მე პირადად გამოვრიცხავ, რომ კვარაცხელიას საქმეზე წაუყენონ ბრალი. პოზიცია იგივეა, არ აღიარებენ ბრალს. ფიქრობენ, რომ ყველა დანაშაულში, რაც კი გაუხსნელია, ბრალდება კაკულიებს, რაც სიმართლე არ გახლავთ”- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, ძმები კაკულიები შესაძლოა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ფიგურირებდნენ. ამასთან მათ სახელს უკავშირებენ, 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლულ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს.

მსგავსი თემები