ბათუმში, 3 ივნისს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 ადამიანიდან 3 უკვე თავისუფალია. გათავისუფლებულები არასრულწლოვნები არიან. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს – მირდატ ქამადაძეს, ლევან გორგილაძესა და თამაზ მახარაძეს,
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
დაკავებულებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელის შევიდა. როგორც დაკავებულთა თანაგუნდელები აცხადებენ, დაკავების მიზეზი წარწერა – Говорит Москва გახდა.