„მაიმუნის ყვავილი არის გადამდები, თუმცა მას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს”- თამარ გაბუნია

„მაიმუნის ყვავილი არის გადამდები, თუმცა მას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  განსცხადა. გაბუნიას თქმით,  მსოფლიო მასშტაბით ვირუსის დაახლოებით 300-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

„შედარებით უფრო მძიმე მიმდინარეობა შეიძლება ახასიათებდეს ბავშვებში, ორსულებსა და იმ პირებში, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ. სხვა შემთხვევაში დაავადება განკურნებით სრულდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები