ქართული ეკლესია დღეს, ანდრია პირველწოდებულის და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულებთან დაკავშირებით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
ღვთის მსახურება დილის 10:00 საათიდან მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჩატარდება .
საქართველოში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას სწორედ ანდრია მოციქულს უკავშირებენ. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე ქვეყანაში მეოთხე წელია აღნიშნება.