მარიუპოლიდან და ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან, გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს, – ამის შესახებ, ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ადასტურებს.
“ამ ეტაპზე საერთო ჯამში 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა შეუბრალებელი თავდასხმებისგან, ასევე წყლის და საკვების დეფიციტისა და ანტისანიტარიისგან. ევაკუირებულებმა გაეროს მისიის წარმომადგენლებს ტრაგიკული ისტორიები გაუზიარეს – დედები, ბავშვები, ბებიები და ბაბუები საკუთარ ტრავმებზე ყვებიან. ზოგიერთ მათგანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
ვიმედოვნებ, რომ მოსკოვსა და კიევთან კოორდინაციით მივაღწევთ ხშირ ჰუმანიტარულ პაუზებს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად კორიდორების მოსაწყობად,” – განაცხადა გუტიერეშმა.