,,აზოვსტალზე რუსული დაბომბვა და იერიში არ წყდება, საჭიროა მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

აზოვსტალზე” რუსული დაბომბვა და იერიში არ წყდება. საჭიროა მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა”- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს მიმართა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთს დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ერთიანობა არ მოსწონს, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.

,,რუსეთის ჯარები დღესაც, ისევე როგორც ყოველ დღე ამ ომის განმავლობაში, ჩვენი ქალაქებისა და ხალხის დაბომბვას განაგრძობენ – ეს არის ჩვენი რეალობა, სარაკეტო დარტყმები ყოველ დღე.

აზოვსტალზე” რუსული დაბომბვა და იერიში არ წყდება. საჭიროა მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა- ქალების, ბავშვების. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს ჯოჯოხეთი და იქ არიან ბავშვები!

ჩვენ ველით სიჩუმის ეფექტურ რეჟიმს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ ჩვენი სამხედროების გადასარჩენად. მათ ბევრი დაჭრილი ჰყავთ. მაგრამ ისინი არ ნებდებიან და პოზიციებს იკავებენ.

არც ჩვენ ვნებდებით. ყოველდღე მთელი გუნდი ეძებს გზებს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ადამიანების უსაფრთხოებას.

მსოფლიოში ყველა – ან თუნდაც უმრავლესობა, რომ ყოფილიყო ისეთივე მამაცი ლიდერი, როგორიც უკრაინა და ბრიტანეთია, დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე დავასრულებდით ამ ომს.

ცხადია, რუსეთს ჩვენი, უკრაინის და ბრიტანეთის სიახლოვე აღიზიანებს. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში თავისუფლების დასაცავად ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ,”- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები