8 წლის დათუნა, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვის დედა კი ყველას დახმარებას და დათუნასთვის ლოცვას სთხოვს.
„გემუდარებით ყველას, ილოცეთ ჩემი დათიკოსთვის“ – ითხოვს დედა, რომელმაც სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც გაჩერებასთან სკოლის ტრანსპორტს ელოდება.
8 წლის ბავშვის მდგომარეობა კი ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას 5 ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
შემთხვევა კი თბილისის ცენტრში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. 8 წლის ბიჭი საკუთარი სახლის წინ, გაჩერებაზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. ამ დროს, გაჩერებაზე, ტროტუარზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა შევარდა, რომელმაც ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ბრალდებული, 37 წლის დავით ჯალაღონია დაკავებულია, მას პატიმრობა შეუფარდეს.
8 წლის ბავშვი სიკვდილს ებრძვის, მძღოლს, ვინც მას დაეჯახა, ნარკოტიკების მოხმარება დაუდასტურდა