რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ 31 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე უკრაინა და დასავლეთ ევროპა უნდა დაიბომბოს.
„გამთენიის, 4-5 საათი რომ იქნება, 1-ელ იანვარს, მაშინ უნდა დაიწყო დაბომბვა. ამ დროს ყველა სახლშია და თითქმის ყველა ნასვამი. სელექციაა საჭირო, ისინი უნდა დახოცო, ვინც დასასჯელია. მე ახლა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ვიყო სწორედ ასე მოვიქცეოდი.“, – აღნიშნა ჟირინოვსკიმ.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ჟირინოვსკის აზრით, მესამე მსოფლიო ომი 2027 წელს დაიწყება.