გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან დაქირავებულ ფართში ივლიან. 1987 წელს აშენებულ შენობას ექსპერტიზა ზაფხულში ჩაუტარდა და დასკვნის საფუძველზე შენობაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
სააღმზრდელო დაწესებულება ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსდა.
“ამ ეტაპზე, ბაღში 127 აღსაზრდელი ირიცხება. სულ არის 3 ჯგუფი, შეიძლებოდა ერთი ჯგუფიც დაგვემატებინა, მაგრამ მეტის საშულებას არ გვაძლევს ის ფართი, სადაც ახლა განთავსდა საბავშვო ბაღი. ნორმალური სიტუაციაა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებისთვის შევქმნათ საუკეთესო პირობები“, – აცხადებს ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პროექტის შემუშავება ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. ბაღის მშენებლობა კი 2019 წელს უნდა დაიწყოს.
წყარო: რადიო “მოზაიკა”