სოფელ მეჯვრისხევის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის ფართი დაიქირავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან დაქირავებულ ფართში ივლიან. 1987 წელს აშენებულ შენობას ექსპერტიზა ზაფხულში ჩაუტარდა და  დასკვნის საფუძველზე შენობაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

სააღმზრდელო დაწესებულება ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსდა.

“ამ ეტაპზე, ბაღში 127 აღსაზრდელი ირიცხება. სულ არის 3 ჯგუფი, შეიძლებოდა ერთი ჯგუფიც დაგვემატებინა, მაგრამ მეტის საშულებას არ გვაძლევს ის ფართი, სადაც ახლა განთავსდა საბავშვო ბაღი. ნორმალური სიტუაციაა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებისთვის შევქმნათ საუკეთესო პირობები“, – აცხადებს ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პროექტის შემუშავება ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. ბაღის მშენებლობა კი 2019 წელს უნდა დაიწყოს.

 წყარო: რადიო “მოზაიკა”

მსგავსი თემები