საქართველოში, დღეს დილით მიწისძვა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 06:42 საათზე დაფიქსირდა.
„დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკას სამხრეთ-დასავლეთით 16კმ-ში, სოფელი მამიშლართან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.