მოსკოვის, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება დატოვეს, ჟენევის ფორმატი ვერ შედგა  

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე ეტაპზე, რომელიც  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხებს ეხებოდა, ვერ შედგა. მონაწილეების ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. კერძოდ, შეხვედრას გამოეთიშა მოსკოვის, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები.   

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხზე უნდა ემსჯელათ. თუმცა,  მოსკოვის, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების პროტესტის გამო დისკუსია ვერ შედგა.

თანათავმჯდომარეები დისკუსიის ყველა მონაწილეს დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

ქართული მხარის განცხადებით, მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები და ქმედებები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც კონფლიქტის შედეგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებს განიხილავენ.

„55-ე რაუნდი დაიწყო შეხვედრებით, რომლებიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით, ასევე „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე ორიენტირებულ სამედიცინო სფეროს წარმომაგდენლებს შორის გამოცდილების გაცვლით.

თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა მონაწილეს, გაზარდონ ძალისხმევა ნდობის გასამყარებლად და განიხილონ ყოვლისმომცველი და ადამიანური უსაფრთხოების ყველა ელემენტი, მათ შორის ტექნიკური დონის დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობით, აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან. მონაწილეების შეთანხმდნენ მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 2022 წლის 29 და 30 მარტს გამართონ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები