„დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები პროცესს“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავს სუსტად გრძნობს რის გამოც, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.  

„მადლობა ჟურნალისტებს თავდადებისთვის და სიცივეში დგომისთვის. გორი 4-ჯერ უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. გატყობინებთ, რომ ხვალ სისუსტის გამო დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს, (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა“, – წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლო, ხვალ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან  სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს.

მსგავსი თემები