„იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება“ – პრემიერ-მინისტრი

„იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა, მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, წინასწარ გვქონდა შეფასებული რისკები და არ დავუშვით“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.  

მისი თქმით, ამ პროვოკაციების უკან მიხეილ სააკაშვილი დგას.

„კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და არ დავუშვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იგეგმებოდა ძალიან დიდი და მასშტაბური პროვოკაცია ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ.

მსგავსი თემები