პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, ოპოზიცია და აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობენ

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაურია. ოპოზიციური ლიდერები და აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან მობილიზებულები და შენობაში შესვლას ცდილობენ. პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

პარლამენტთან ვითარება პერიოდულად იძაბება. აქტივისტებმა რამდენჯერე სცადეს შენობაში შეღწევა. პარლამენტის შესასვლელი გააღეს კიდეც რა დროსაც შენობაში შესვლა ოპოზიციის ნაწილმა მოახერხა. ადგილზე იმყოფება „ტვ პირველის“ ხელმძღვანელი ვახტანგ წერეთელი და „ფორმულას“ დირექტორი ნიკა გვარამია. წერეთელმა პარლამენტში შენობაში შეაღწია და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს.

გარეთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია. პარლამენტში კი დეპუტატები არიან შეკრებილები და რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.     

მსგავსი თემები