მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. სწორედ დღეიდან განაახლებს საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად საქმიანობას.

საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტს რამდენიმე უწყების წლიური ანგარიში წარედგინება. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ასევე, მოუსმენენ პრეზიდენტს და შესაძლებელი იქნება, ინტერპელაციის ფორმატიც გაიმართოს.

პარლამენტმა საშემოდგომო სესია გასული წლის დეკემბრის ბოლოს დახურა, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში წარმართავდა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

მსგავსი თემები